ბოჭორიშვილი – ევროსაბჭოს დელეგაციას: გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით

“ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი განცხადება, რომელიც არ არის ხოლმე გამყარებული ფაქტებით”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა და ევროსაბჭოს დელეგაციას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია.

“რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციებიც მიეწოდებათ ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო მისიის წევრებს და ჩვენი შესაძლებლობების და უფლებამოსილების ფარგლებში, თუკი რამე შეგვიძლია რომ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მათ ჩვენი მხრიდან ეს ინფორმაცია მიეწოდებათ. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა უწყებებს”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს დელეგაციამ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა გამართა. ამ წუთებში კი, დელეგაცია სასტუმრო “რედისონში” ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები