“მთავარი, რაც ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიერ აშშ-ში ითქვა, არის ნდობის აღდგენის, მისი შენარჩუნებისა და სტაბილურობის აუცილებლობა” – ვოლსკი

“მთავარი, რაც ითქვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ, არის ნდობის აღდგენის, მისი შენარჩუნებისა და სტაბილურობის აუცილებლობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტს გამოეხმაურა.

“სავალალო შემთხვევები შეიძლება მივიღოთ არა მარტო საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში. გენერალურ დებატებზე კიდევ იქნება ამ თემაზე საუბარი, იქნება ორმხრივი შეხვედრებიც, ასევე – გარკვეულ ფორმატებში შეხვედრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ფორმალურად თუ არაფორმალურად – ეს არის საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები