ალუდა ღუდუშაური – გახარიას მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერაზე: რაც მალე მოხდება თვითლუსტრაცია, ამით კიდევ უფრო მეტად გაუადვილდება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს გადაწყვეტილების მიღება

რაც მალე მოხდება თვითლუსტრაცია, ამით კიდევ უფრო მეტად გაუადვილდება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ვფიქრობ რომ ისედაც მარტივია, რადგან არჩევანი კეთდება შავსა და თეთრს შორის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას მიერ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერის შეფასებისას, განაცხადა.

„ოპოზიცია თვითლუსტრაციას ბუნებრივია გააგრძელებს და ეს არათანმიმდევრულობა, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია და გვინახავს მათი ე.წ. ლიდერის მხრიდან, მე ვფიქრობ რომ ისედაც დაზიანებულ რეიტინგს უფრო დაიზიანებენ.

საზოგადოებისთვის 26 ოქტომბერს უფრო მეტად მარტივი და ნათელი გახდება, როგორ არ უნდა დაუჭიროს მათ მხარი. დარწმუნებული ვარ ბატონი გახარიას ამ ქმედების შემდეგ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ არ ღირს მათი მხარდაჭერა და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ სახელით პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები