შალვა პაპუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ოუენ მერფის შეხვდა

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შევხვდი და საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ოუენ მერფი დაინტერესდა საპარლამენტო საქმიანობით წინასაარჩევნო პერიოდში, რაზეც მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

“შეხვედრაზე აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის ხელძმღვანელმა დადებითად შეაფასა.

აგრეთვე, ოუენ მერფიმ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გამაცნო.

საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადე”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები