ბოჭორიშვილი – “ენჯეოების” ნაწილზე: ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გარკვეული შანტაჟი განხორციელდეს საქართველოს მოქალაქეებზე

“კიდევ ერთი ლუსტრაციაა, თუ როგორ მუშაობენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ქვეყნის ინტერესები”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილზე საუბრისას განაცხადა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა, რომელშიც წერია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.

“აღარ ერიდებიან ისეთი საკითხის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. აზიანებენ ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გარკვეული შანტაჟი განხორციელდეს საქართველოს მოქალაქეებზე”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები