“თუ ფორმალური სანქციები იურიდიულ სახესაც მიიღებს, ეს საზოგადოებაში ივანიშვილისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს” – კახიანი

“თუ ფორმალური სანქციები იურიდიულ სახესაც მიიღებს, ეს საზოგადოებაში ივანიშვილისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს!”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფორმალურად სანქციები ისედაც მოქმედებს და მას 2-მილიარდიან აქტივებზე წვდომა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე შეეზღუდა.

“სანქციების დაწესებას რეალურად საფუძველი არ აქვს. ვხედავთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ასეთი განცხადებები კეთდება. ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს – დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არანაირი რესურსი და საზოგადოებაში მხარდაჭერა არ გააჩნია და ცდილობენ, ასეთი განცხადებებით პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან.

მეორეს მხრივ, ეს არის ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეწოლა – არჩევნების წინ ასეთი რამ არ უნდა კეთდებოდეს!

იმასაც ვიტყვი, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ათვითცნობიერებს. სანქციების თაობაზე ხელოვნურად მოგონილი თემები გაცვეთილია – საბოლოოდ ამას ამომრჩევლის ნებაზე შედეგი ვერ ექნება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები