დონეცკის ოლქის სოფელ კონსტანტინოვკაში ოკუპანტების შტურმი მოვიგერიეთ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყებიან.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სადესანტო-საშტურმო დანაყოფმა 14 ჯავშანმანქანისა და 8 ტანკის განადგურება შეძლო.
რუსებმა მართვადი ბომბებით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზეც. ვრცელდება ცნობები 13 დაშავებული შესახებ, მათ შორის 1 ბავშვია.
რაიონული ადმინისტრაციის ცნობით, 6 ბომბის აფეთქების შედეგად, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.