“ასეა, გარეწარო გახარია, კაცებს რომ არ და ვერ დააფასებ, მერე მევახშის კარზე მოგიწევს უთავმოყვარეოდ ხვეწნა და მუდარა” – გიორგი გამსახურდია

„ეს დღეებია ვადევნებ თვალს ამ სამარცხვინო, შეუმდგარ პოლიტიკურ ქორწინებას, გახარიას და ხაზარაძეს შორის. მიუხედავად ამ უნამუსო ქალის და დამკვეთების აქტიურობისა, მოცემულობა არის ნეგატიური დამკვეთებისათვის”, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ხაზარაძე-გახარიას შორის არსებულ მოლაპარაკებებს.

“ახლა რაც შეეხება გახარიას, ტიპი ჩვენთან იყო, ბიძინამ, ხალხი შვილებს არ უკეთებს იმდენს, რაც ამ გარეწარს ბიძინამ გაუკეთა. დაწყებული ბიზნესომბუდსმენობოდან პრემიერობამდე. გვახსოვს ასევე 20 ივნისი, როდესაც ამ ნაძირალამ, ახლა უკვე ნათლად ჩანს შეგნებულად, თავის გორის ბაზრობასთან ერთად, თვალები დათხარა ახალგაზრდებს.

ყველანი, ერთსულოვნად მაინც ვრეცხავდით ამ გარეწარს და გვერდში ვედექით. ბოლოს გავაპრემიერეთ და ყველგან ამის ქებაში ვიყავით, რაზეც მე ჩემ წილ ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ნახეთ, რა დღეში ჩავარდა ეს მანქურთი? დგას ახლა და მევახშე ხაზარაძეს ეხვეწება, იმან რომ რამედ ჩათვალოს საერთოდ.

ასეა, გარეწარო გახარია, კაცებს რომ არ და ვერ დააფასებ, მერე მევახშის კარზე მოგიწევს უთავმოყვარეოდ ხვეწნა და მუდარა. თუმცა, ფერმის ღორს უფრო მეტი თავმოყვარეობა აქვს, ვიდრე შენ და შენისთანებს“, – წერს გამსახურდია.

ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გახარიასა და ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები