აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრი წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს ახლადდანიშნული მინისტრი დავით მორგოშია წარუდგინა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
დავით მორგოშიას საჯარო და კერძო სექტორში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს.
2018 წელს დაინიშნა საქართველოს საელჩოში იტალიის რესპუბლიკაში, ელჩის მრჩევლის ასისტენტად. ასევე 2018 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტში. 2019-2021 წლებში მუშაობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ბიზნეს-ინჟინერინგში“. 2021 წელს იყო შპს New Way/ ნიუ ვეი სავაჭრო სააგენტოს თანადამფუძნებელი. 2022-2023 წლებში იყო Concentrix USA-ში Spotify-ის მომხმარებელთა იტალიურენოვანი მხარდამჭერი. 2023-2024 წლებში მუშაობდა IT კომპანია TNET-ში Front-end დეველოპერად (React/NextJS).