ორი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში
კახეთში, საგარეჯოს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. “კვირას” ინფორმაციით, სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.