ქუთაისში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გამსახურდიას ქუჩაზე დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.
დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აფეთქების შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი, დაზარალდა კიდევ რამდენიმე ოჯახი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები