ქადაგიშვილი – ენმ-ზე: კონტექსტიდან ამოგდებული სიტყვით ამოეფარნენ ისევ იმ გმირებს, რომელი გმირებიც მათ მიატოვეს ჯერ ბრძოლის ველზე ცოცხლები და შემდეგ უკვე მიცვალებულებისთვისაც ვეღარ მოიცალეს

“ერთადერთი გზა, მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, საქართველოს ისტორიულ პერსპექტივაში თუ გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებასა და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდია წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “ალტერნატიული გზაც არსებობს, ოღონდ ეს გზა არის აბსოლუტური ჩიხი, ეს არის ომის გზა”.

“დღეს ჩვენ ამ გზაზე, ვხედავთ, როგორ მკაფიოდ იკვეთება ორი განსხვავებული ხედვა „ქართული ოცნების“ ხედვა, რომელიც გადის მშვიდობაზე, თანამშრომლობაზე, ურთერითმიტევებაზე და სიტყვა ბოდიში ამ შემთხვევაში მიტევების, ურთიერთნდობის აღდგენის აუცილებელი პირობა. ვხედავთ, რომ არსებობს ომის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტები, რომელთათვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს დიდი შემოტრიალების და ამ დიდი გზის რეალიზაცია. ვხედავთ, როგორი ისტერიით შეხვდნენ ისინი ამ მთავარ გზავნილს. კონტექსტიდან ამოგდებული სიტყვით ამოეფარნენ ისევ იმ გმირებს, რომელი გმირებიც მათ მიატოვეს ჯერ ბრძოლის ველზე ცოცხლები და შემდეგ უკვე მიცვალებულებისთვისაც ვეღარ მოიცალეს, რადგან გარბოდნენ შორეულ საზღვარგარეთ.

ვიმედოვნებ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების მცდელობა და რეალიზება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, ღიად გამოხატავენ თავის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს მიერ გაცხადებულ ამ მკაფიო პოლიტიკის მიმართ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები