ბექა ოდიშარია: უსინდისო ტყუილი იყო, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა ერს მოუწოდა, ბოდიში მოუხადონ მკვლელებს, მით უმეტეს, რუს ოკუპანტებს – საუბარია ურთიერთსინანულზე, მიტევებაზე

“ოსებს როცა მივუტევებ, ისინიც მომიტევებენ და ეს ნიშნავს შერიგებას, სხვანაირად კონფლიქტები არ გვარდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სიცრუე იყო, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა ერს ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ოდიშარიას განმარტებით, საუბარია ურთიერთსინანულზე და მიტევებაზე.

„უნამუსო და უსინდისო ტყუილი იყო, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა ერსა და ბერს მოუწოდა, ბოდიში მოუხადონ მკვლელებს, მით უმეტეს, რუს ოკუპანტებს. საუბარია ურთიერთსინანულზე, მიტევებაზე. როცა ოსებს მივუტევებ, ისინიც მომიტევებენ და ეს ნიშნავს შერიგებას, სხვანაირად კონფლიქტები არ გვარდება. საუბარია, რომ მიწა-წყალი უნდა გაერთიანდეს, თუ ადამიანები და გულები არ გაერთიანდებიან. როგორ შეიძლება, მიწა ადამიანების გარეშე გაერთიანდეს. ჩვენ მიწა-წყალი ადამიანების, ოსებისა და აფხაზების გარეშე არც გვჭირდება. სახამუშოა, რომ და-ძმებმა ერთმანეთს ბოდიში მოუხადონ, რომ ოჯახი გაერთიანდეს? ვინც მშვიდობიან ნარატივს ეწინააღმდეგება, მტერი იყო და არის“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები