“სანქციების დაწესება რა დამოკიდებულებაა სუვერენული ქვეყნის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ?” – ოდიშარია
“სანქციების დაწესება რა დამოკიდებულებაა სუვერენული ქვეყნის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვების დაწესებას.
როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ქართველი კაცი ყველაფერს აიტანს, ჩაგვრის გარდა.
“არ მინდა, ვიფიქრო, რომ პოლიტიკაშიც და პარტნიორობაშიც ძალა აღმართს ხნავს, რადგან, სხვა შემთხვევაში, სანქციების დაწესება რა დამოკიდებულებაა სუვერენული ქვეყნის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, მათ შორის ძალოვნების მიმართ? რაიმე პრეტენზია თუ არსებობს, ამას სისხლის სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდონ, დამნაშავეები დაისაჯონ. ჩემთვის გაუგებარია გარედან დასანქცირება იმის გამო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოქმედება პოლიტიკურ გემოვნებაში ან დაფარულ ინტერესში არ ჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მოვუწოდებ და მივანიშნებ – ქართველი კაცი ყველაფერს იტანს, უსამართლობისა და ჩაგვრის გარდა. შესაბამისად, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებში დამკვიდრებული ნუ იქნება ის, რაც მიუღებელია, რომ ძალა აღმართს ხნავს”, – განაცხადა დეპუტატმა.