“ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს” – ბოჭორიშვილი

“ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის ქართველი ხალხის ხმა არის ყველაზე მთავარი.

“ფაქტი არის ის, რომ დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის სრულიად მონოპოლიზებული. იმ ძალის მიერ, რომელმაც ქართველ ხალხს თავი დაამახსოვრა რეპრესიული მექანიზმებით მართვით. იმ ძალის მიერ, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესი და ღირსება უცხო ცნებებია და ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არაფრად მიაჩნია. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას სტატისტიკა და ჩვენი სიტყვები თუ არ გინდათ, დაიჯეროთ, მიმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მის მონაცემებს. ციფრები გეტყვიან, რატომ არ აქვს ქართულ ოპოზიციას არაფერი საერთო ევროპულ ფასეულობებთან და რატომ არ შეიძლება მათი ყალბი პროევროპელობის დაჯერება. ციფრები გეტყვიან, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ უსამართლო ბრძოლაში, მრავალი ხელის შემშლელი ბარიერის მიუხედავად, ებრძოლა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, არ შეშინებოდა კრიტიკას, მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას“, – განაცხადა  ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები