თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში, 190-ე სკოლაში, იმყოფებოდნენ. საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებსაც დღეს პირველი დღე აქვთ სკოლაში. დარწმუნებული ვარ, მათ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მასწავლებლები მათ სანიმუშო მოქალაქეებად აღზრდიან“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
190-ე სკოლის დირექტორმა ირინე გაგოშიძემ თინათინ ნიბლოშვილსა და ირაკლი ხელაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლა გასულ წელს სრულად გარემონტდა. მიმდინარე წლის ბოლომდე კი სკოლის ეზო მოეწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.