საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

epa06882549 Armenia's Prime Minister Nikol Pashinyan arrives for the second day of a NATO summit in Brussels, Belgium, 12 July 2018. NATO countries' heads of states and governments gather in Brussels for a two-day meeting. EPA-EFE/TATYANA ZENKOVICH / POOL

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები