ბექა დავითულიანი: სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული.
„აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი. ეკა გიგაური კი იმას უპასუხებს, რაც იმ ქვეყანაში კონკრეტულ სამსახურებს უნდა, რომ მოისმინოს. ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენ გვაქვს ერთგვარი დაძაბულობა ურთიერთობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ თანხმდებოდა და ჯერ კიდევ არ თანხმდება რაღაცებს, რასაც ამერიკა ითხოვდა იმ „ენჯეო” სექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, 2%-იანი მხარდაჭერა აქვს.
საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავს 2%-იანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული. მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ. სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე”, – აღნიშნა დავითულიანმა.