რატი ბრეგაძე – პრეზიდენტზე: მისი პროგნოზი ვერ გამართლდება და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს იქნება ამის მთავარი გარანტი

“ვფიქრობ, პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, არ უნდა აკეთებდეს მსგავსი ტიპის განცხადებებს, მას აქვს წარმომადგენლობითი ფუნქციები”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ლე ფიგაროსთვის” მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და, გამოკითხვების მიხედვით, 25 პროცენტზე მეტს ვერ იღებენ“.

“გადაწყვეტილი თუ აქვს, რომ აქტიურად გახდეს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, ვფიქრობ, ამისთვის არსებობს სხვა ფორმატები.

მისი პროგნოზი ვერ გამართლდება და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს იქნება ამის მთავარი გარანტი. შესაძლებელია, 25 პროცენტსაც ვერ ასცდეს, ჯამში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი განშტოებებით, როგორებიც არიან ხაზარაძე და სხვა პოლიტიკური პარტიები. ის, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 25 პროცენტს, ამის დაახლოებით ისეთივე ალბათობაა, როგორც იმის, რომ ზუსტად ერთ წამში აღმოვჩნდეთ მთვარეზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები