მაია ფანჯიკიძე რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სტრატეგიულ საკითხთა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს, იულიან კიფუს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ძირითადად, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ და მადლობა გადაუხადა რუმინულ მხარეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები