„მე აქ საქმეზე ჩამოვედი და ჭორაობისთვის არ მცალია“
მე აქ საქმეზე ჩამოვედი და ჭორაობისთვის არ მცალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმზე გამგზავრების შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა. აღნიშნული კომენტარი პრემიერმა ქედაში, სოფელ დოლოგანში დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ გააკეთა.
დავოსის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გუშინ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია. დავოსის მორიგი ფორუმი 2015 წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.