არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბუნებრივია, როდესაც გყავს ოპოზიციის უმრავლესობა ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივი, ანუ ოპოზიციის უმრავლესობა ასეთია, რა თქმა უნდა, მაშინ შეუძლებელი გახდება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილებები და გავაფორმოთ ეს გადაწყვეტილებები კონსტიტუციის დონეზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები