ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო

ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.

ალიანსის პრესმდივნის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, მოკავშირეების ტერიტორიაზე რუსული დრონებისა და რაკეტების ფრაგმენტები არაერთხელ იყო ნაპოვნი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განზრახ დაესხა თავს მოკავშირეებს, ეს ქმედებები არის უპასუხისმგებლო და პოტენციურად საშიში“, – აღნიშნა ფარა დახლალამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები