„წელს ჩვენ ავუნაზღაურებთ 20 თეთრს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გადაიხდის ერთ ლარს” – ლევან მეხუზლა

„წელს ჩვენ ავუნაზღაურებთ 20 თეთრს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გადაიხდის ერთ ლარს. ისევ და ისევ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ რქაწითლის ჯიშის ყურძენზეა სუბსიდია. მინდა აღვნიშნო, რომ მაგალითად, კახური მწვანე, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი სუბსიდიიდან გამოსვლისკენ”, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ “ქრონიკაში” ისაუბრა.

“კახური მწვანე, რომელიც ტრადიციულად სუბსიდირდებოდა, წელს აღარ სუბსიდირდება. ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ჯიში. ასე, რომ ნელ-ნელა მივდივართ იმისკენ, რომ ფასის სუბსიდირებიდან გამოვიდეთ.

ვფრთხილობთ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ხალხი და შესაძლოა, ასე ერთი ხელის მოსმით ამ ნაბიჯის გადადგმამ გამოიწვიოს, ვთქვათ, სოციალური პრობლემები.

როდესაც მოთხოვნა მიწოდება დაბალანსდება და მივა იმ დონეზე, რომ სახელმწიფოს ჩარევა არ დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამაზე უარს იტყვის“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები