გიორგი გაბუნია: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს – არის „ქართული ოცნება“

დღევანდელ ვითარებაში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე მდგარ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს – ეს არის „ქართული ოცნებას“, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც 12 წლის განმავლობაში გადადგა კონკრეტული ნაბიჯები როგორც ევროპასთან დაახლოების, ასევე მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. ეს არის ჩემი წმინდა პრაგმატული დამოკიდებულება ფაქტებიდან, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას დღეს ოპოზიცია არ ჰყავს.

„ეს ოპოზიცია რეალურად არის საქართველოს ოპოზიცია და როდესაც საქართველოს ოპოზიცია ხარ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი ამბავია. ვისურვებდი, ხელისუფლებას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, კვალიფიციური ოპოზიცია, ძალა, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით ესაუბრება“, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები