გიორგი გაბუნია – „ნაცმოძრაობაზე“: როდესაც ზედიზედ ამდენ არჩევნებს აგებ, უნდა მიხვდე, რომ პოლიტიკაში შენი ადგილი აღარ არიას და თქვა – ნახვამდის

12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარაა, მაგრამ მათი მიდგომები და დამოკიდებულებები არ იცვლება. ისევ ცდილობენ სიძულვილის ენით გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

„როდესაც ქალაქსა და სოფელში ჩადიხარ და საზოგადოება არ გხვდება, ხელს არ გართმევს, არ გიღიმის, არ გესალმება, როდესაც ზედიზედ ამდენ არჩევნებს აგებ უნდა მიხვდე რომ პოლიტიკაში შენი ადგილი აღარ არიას და უნდა თქვა: უკაცრავად, მადლობა, ნახვამდის“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები