თეა წულუკიანი: ძალიან შემძრა იმ ვიდეომასალამ რაც ვიხილეთ იმიტომ, რომ ის განცდები გამახსენდა, რაც მქონდა სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მე მინდა ერმილე გიგიაძის ოჯახს მივუსამძიმრო. ძალიან შემძრა იმ ვიდეომასალამ რაც ვიხილეთ იმიტომ, რომ ის განცდები გამახსენდა, რაც მქონდა როდესაც სერგო თეთრაძის ოჯახში შეიჭრნენ, გამოიტაცეს ეს გარკვეული ასაკის თავისი საქმის სპეციალისტი, ღვაწლმოსილი კაცი და შემდეგ ორ დღეში უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში მიუსვენეს პატარა შვილს და მეუღლეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მივარდნები, ეს ფაშისტური მეთოდები და უღმერთობა, ეს ჩემთვის ერთი და იგივე ხელწერაა. მინდა რომ გარდაცვლილის ოჯახის გასაგონად ვთქვა, მათ ნუგეში ვერ ექნებათ, ინფორმაციისთვის ვამბობ როცა ამის მოსმენის გონი და სიმშვიდე ექნებათ იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო ამ უბედურებაში. ჩვენ ყველანი ვართ ამის მსხვერპლნი. მაგალითისთვის ჩემს მოხუც მშობლებსაც „ტვ პირველის “ ჟურნალისტი და კამერა არაერთხელ შეუვარდა ბინაში, შეაშინეს მოხუცი დედა, ბავშვები, მერე აღმოაჩინეს, რომ მე იქ არ ვცხოვრობ. ყველანი ვართ ამის მონაწილე, მაგრამ ყველას არ აქვს იმისი შესაძლებლობა რომ ამ ყველაფერს გაუძლოს.

ხელწერა ერთი და იგივეა, შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა არ გვემუქრება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, ეს არის ობიექტური რეალობა, მაგრამ რაც ჩვენ გვინდა გაკეთდეს არის ის, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

ქართული პოლიტიკური მოდელი ასე ვერ ვითარდება, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არის იდეალური საქართველოში ან მსოფლიოში, მაგრამ რაც კი გვყოლია მათ შორის საუკეთესოა. ქართული ოცნება არის ხიდის ფუნქციის მატარებელი უკეთესი პოლიტიკისკენ და ჩვენ დიდი მისია გვაკისრია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ ნიადაგი იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ჩვენზე უკეთესებმა მართონ ეს ქვეყანა.

ეს ვერ მოხდება თუ ჩვენ ისევ მოგვიწევს იმაზე საუბარი, რომ მივარდნები და ქუჩაში უმოწყალოდ ხალხის ხოცვა ცუდი საქციელია.

დღეს ჩვენ ვნახეთ მათი რეაქციები. დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიგიაძის ოჯახის წვერები ამას არ უსმენენ, იმიტომ, რომ მძიმე მოსასმენია როდესაც კომენტარებში ვნახულობთ რომ წერენ „რა კარგია, ერთით ნაკლები ქოცია ამ დედამიწაზე“. ეს არის მათი სახე, ეს არის ფაშიზმი და უღმერთოთა კავშირის მცდელობა, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც ვერ დაბრუნდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები