“ყველა პოლიტიკურ პროცესს და ამ პოლიტიკური პროცესის აქტორს სჭირდება როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი შეფასება” – ქადაგიშვილი

“ყველა პოლიტიკურ პროცესს და ამ პოლიტიკური პროცესის აქტორს სჭირდება როგორც პოლიტიკური, ასევე, სამართლებრივი შეფასება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“თუ პოლიტიკური პარტია სამართლებრივი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ის უხეშად არღვევდა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებებით გამორჩეული, რა თქმა უნდა ასეთ პოლიტიკურ პარტიებზე კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სანქციების განხორციელებას. ეს კანონი ტყუილად კი არ წერია და თაროზე კი არ უნდა იყოს შემოდებული. ეს კანონი უნდა მოქმედებდეს, ისევე როგორც ანალოგიური კანონები მოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში. როდესაც პარტია თავიდან ბოლომდე არის ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის ამოტრიალებაზე და რევოლუციაზე ორიენტირებული, აქ უკვე დემოკრატიაზე აღარ გვაქვს საუბარი. თუ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ბოლშევიკური მეთოდებით მიზნის მიღწევა ითვლება დემოკრატიად, მაშინ ჩვენ საერთოდ დემოკრატიის მცნება გვაქვს აღრეული“, – განმარტა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები