“2012 წლიდან საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული” – კირცხალია

“მინდა, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს მივმართო, საიდან აქვთ ის ინფორმაცია საქართველოზე, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა არ არის ამ უბინძურესი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მსოფლიოს გამოწვევა. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, 2012 წლიდან საქართველოში ეს უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული და ამ კანონპროექტითაც არავის უფლებებს ვეხებით, პირიქით, ჩვენ ვკრძალავთ კონკრეტულ პროპაგანდას”, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, „ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები