პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის მეათე მოწვევის ბოლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება

“კოლეგებო, მიმდინარე კვირის დღის წესრიგის საკითხები ამოვწურეთ. მომავალი კვირისთვის, ორშაბათს ბიურო არ გვექნება, ვინაიდან საკითხები არ არის. თუკი რაიმე საჭიროება იქნება, ბიუროს წევრებს, შესაბამისად, ვაცნობებ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“სხვა მხრივ, ჩვენ უკვე შემდეგ ერთი კვირის თავზე გვექნება პლენარული სხდომა. პლენარულ სხდომაზე გვექნება მხოლოდ ორი კანონი განსახილველი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და „ამნისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით. ეს ორი საკითხია ჯერჯერობით, რაც ჩანს, შესაბამისად, ჩვენ ერთი დღე დაგვჭირდება, 17 სექტემბერი, პლენარული სხდომისთვის და ამით დავასრულებთ მუშაობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები