“ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა, გვქონდა საქართველოს” – ირმა ხეცურიანი
“ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა, გვქონდა საქართველოს”, – ამის შესახებ პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ისაუბრა.
“ვცდილობ, მაქსიმალურად მშვიდად შევხვდე ყველა მარცხს, მაგრამ ახლა ეს მეორედ მოხდა და ძალიან რთულია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი არ არის, მაგრამ მაინც არ დავნებდები. ბოდიში მინდა, ვუთხრა გულშემატკივრებს. იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებ. ელ ეიში ძალიან ბებერი თუ არ ვიქნები, გუნდს არ დავტოვებ. მივულოცავ ყველა ჩვენს სპორტსმენს, ვინც წარმატებას უკვე მიაღწია და წარმატებას ვუსურვებ, ვინც შემდეგ გამოვა. დარჩა რაპირაში ასპარეზობა და იმედია, რომ ძალიან ქვემოთ არ მოვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ხმალი ჩემი პირველი იარაღია, რაპირაშიც ძალებს არ დავიშურებ“, – თქვა ხეცურიანმა.