“ფორმულირებამდე მივედით, რომ ეკლესიის როლი იქნება გამოკვეთილი კონსტიტუციაში” – დავითულიანი

“ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციული ღირებულებების მიმართ საქართველოში მტრული დამოკიდებულებაა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც სტიმულირებული არიან შიდა კონტექსტით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ასევე, გარედან ხდება მათი წაქეზება.

“შეთანხმება მოხდა და ეს როლი კონსტიტუციურად იქნება გამოხატული. ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო – არც ჩვენ გვინდა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე რაიმე ზეგავლენა გვქონდეს და არც ის გვინდა, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელისუფლების მუშაობაზე ჰქონდეს გავლენა, გარდა მორალური გავლენისა. შესაბამისად, ფორმულირებამდე მივედით, რომ ეკლესიის როლი იქნება გამოკვეთილი კონსტიტუციაში“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები