ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციამ იცის, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მხარი რომ დაუჭირონ, ამომრჩევლის გულს მოიგებენ, თუმცა უცხოელი უფროსებისგან სერიოზულად დაიტუქსებიან

ოპოზიციამ იპოვა გამოსავალი, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრებიან და „არც მწვანე ღილაკს დააჭერენ ხელს და არც წითელს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მხარი რომ დაუჭირონ, ამომრჩევლის გულს მოიგებენ, თუმცა უცხოელი უფროსებისგან სერიოზულად დაიტუქსებიან.

„ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება აკვირდება, როგორ იქცევა ოპოზიცია. ახლაც ბოიკოტის რეჟიმში არიან ისინი და აქაც არ წარმოადგენენ თავიანთ ამომრჩეველს. მიზეზებს იგონებენ, არადა რატომაც ისინი დღეს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან, რეალური მიზეზი შემდეგია: ამ კვირაში განვიხილავთ და 2 კვირის თავზე მესამე მოსმენით მივიღებთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს. ოპოზიციამ იცის, რომ ეს კანონპროექტი მათი ამომრჩევლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც მე ვაკვირდები, ეს არის ერთადერთი თემა, სადაც „ქართული ოცნების” და ოპოზიციის ამომრჩეველი თანხმდება, რომ ეს კანონპროექტი მისაღებია. შესაბამისად, მათ ამ კანონს მხარი რომ დაუჭირონ, რა თქმა უნდა, მოიგებენ ამომრჩევლის გულს, თუმცა ძალიან დიდ საყვედურს მიიღებენ თავიანთი უცხოელი უფროსებისგან – სერიოზულად დაიტუქსებიან. ამიტომ, იპოვეს ასეთი გამოსავალი, რომ არც მწვანე ღილაკს დააჭერენ ხელს და არც წითელს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები