“ვიცოდით, რომ ოპოზიცია კაცების გათხოვების საწინააღმდეგო საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა” – მაჭარაშვილი

„არაერთხელ გვითქვამს, რომ 17 მაისს ჩვენმა თანამოქალაქეებმა პირდაპირი დავალება მოგვცეს, როდესაც ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გამოვიდა ოჯახური სიწმინდის, მშვიდობის და სუვერენიტეტის დასაცავად”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ეს დავალება მიღებულია.

“სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანების დაცვის კანონპროექტი ჯერ საკონსტიტუციო დონეზე. ვიცოდით, რომ ოპოზიცია ტრადიციების დაცვის სასარგებლო და კაცების გათხოვების საწინააღმდეგო საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, დავაინიცირეთ არაკონსტიტუციური რიგითი კანონპროექტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ღირებულებებს და შეზღუდავს კაცების გათხოვების პროპაგანდას”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები