“ყველა, ვინც ეროვნულ საკითხებს უწოდებს რუსულს, არის „ნაცი“ – მდინარაძე
“ყველა, ვინც ეროვნულ საკითხებს უწოდებს რუსულს, არის „ნაცი“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პერიოდში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ.
“რაც შეეხება საგარეო კურსს, მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ქვეყანა ევროკავშირისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. ყველა ნაბიჯი, დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, გაგრძელებული ვიზალიბერალიზაციით, კანდიდატის სტატუსით, მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ. ერთადერთი, რაც არ ვქენით, არ ჩავერთეთ ომში და არ დავაწესეთ სანქციები. ჩვენ ევროინტეგრაციის საფუძვლად ღირსებას, მშვიდობას და კეთილდღეობას მივიჩნევთ და არა ომში ჩართვას, სანქციების დაწესებას. დანარჩენი ყველაფერი გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ევროპულ ოჯახში მოვხვდეთ. თქვენ თუ გულისხმობთ შეფერხების საფუძვლად ომში ჩართვას და სანქციების დაწესებას, ამას არ გავაკეთებთ”, – განმარტა მდინარაძემ.