“ჩემი ხაბე დამიჩაგრეს, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“ – ზარქუა
“კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში არის განფენილი, ლუზერები არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“იმდენად ლუზერები არიან, რომ ძმა ძმას არ უჭერს მხარს და სხვა პარტიაში გადაბარგდა – ერთი ძმა აკადემიურია, მეორე ჩახდილი. ლუზერები არიან. გაგიგიათ, ძმა გყავდეს და სხვა პარტიაში იყოს? გაკოტრებული და ნული არიან. მათი მიდგომაა სიძულვილის ენა და ვაშაძის მანჭვა-გრეხა. ათი ახალგაზრდა ჰყავს – ხუთს ხუთიანის ფორმას აცმევს, მეორე ხუთს გახდის და იძახის, ახალგაზრდებოო, სირცხვილია, კომედიაა. ბოკუ-ჭიჭე ამათი სიმბოლოა. ჩემი ხაბე დამიჩაგრეს, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“, – აღნიშნა ზარქუამ.