ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გასამართლდება

,,ამ დაჯგუფების გასამართლება ლეგიტიმური მიზანი და ქართველი ხალხის დაკვეთაა. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია ის, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ემსახურება.

მისივე თქმით, ,, ნაცმოძრაობის” პოლიტიკაში ყოფნა დაუშვებელია.

„დღეს ბიუროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერილი გამოგვიგზავნა, რომ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. თავისთავად, მათ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა ხომ ცალკე ირონია არის, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის პარტია არის, რომლის გასამართლებასაც ქართველი ხალხი 2012 წლიდან ითხოვს. სხდომების ბოიკოტირება კი არა, თავად ქართულ პოლიტიკაში ამ პარტიის მონაწილეობა სრული ანომალია და უფრო მეტიც, ეროვნული სირცხვილია. „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი მიუძღვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ისინი რომ ისევ პოლიტიკაში რჩებიან, არის დაუშვებელი. მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა. მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენს შემთხვევაში ვერ გახდება კრიტიკის საფუძველი მიუხედავად შესაძლო მცდელობისა“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები