“იმდენად უსუსურ მდგომარეობაში იყვნენ სარჩელის ავტორები და მათი თანმხლები პირები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთს ეძინა კიდეც” – ღუდუშაური
“იმდენად უსუსურ მდგომარეობაში იყვნენ სარჩელის ავტორები და მათი თანმხლები პირები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთს ეძინა კიდეც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდია წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა და უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს.
“თუ ამათ არაფერი არ აქვთ დასამალი და გამჭვირვალობასთან საწინააღმდეგო, როგორ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს ისეთი რამ, რომ კარგ საქმეს ემსახურებიან, თითქოს და ამით გამჭვირვალობას უპირისპირდებიან – ეს ხომ წარმოუდგენელია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კანონი იმუშავებს და ყველაზე მთავარი – ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია ვინ არიან ეს ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, რას აკეთებენ. კარგის და ცუდის შემთხვევაშიც, თუ ასეთი იქნება ანალიზს თვითონ გააკეთებენ“, – განაცხადა დეპუტატმა.