“სირცხვილიამ” თქვა – არც აქანა მიმიღებენ, არც იქანაო” – გურამ მაჭარაშვილი
“საჯაროდ ვნახეთ” სირცხვილიას” მორიგი სირცხვილი. კლასიკური მაგალითი იმისა, თუ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” როგორ აპირებს პროცესების წარმართვას – ბულინგით”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“სირცხვილიამ” თქვა – მე არც აქანა მიმიღებენ, არც იქანაო, ამიტომ რა გავაკეთო არ ვიციო და მოხსნა რეესტრიდან თავის ორგანიზაცია, რითაც დაადასტურა გამჭვირვალობის აუცილებლობა.
ეს არის შემთხვევა, როდესაც ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტორი, რომელმაც გადადგა სწორი ნაბიჯი კანონთან მიმართებით, თვითონ აღმოჩნდა იმ ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი, რომლის მონაწილეც თვითონ არის”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.