უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლველად დასავლურ ტექნოლოგიას იყენებს
დასავლური ტექნოლოგია და ფინანსები ეხმარება უკრაინას ასობით შორ მანძილზე დარტყმის განხორციელებაში რუსეთის შიგნით.
შესაბამის ინფორმაციაა BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ეს იმის მიუხედავად, რომ ნატოს მოკავშირეები კვლავ უარს ეუბნებიან უკრაინას დასავლეთის მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენების ნებართვაზე – ძირითადად, ესკალაციის შიშის გამო.
უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აძლიერებს შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის შიგნით.
ძირითად სამიზნეებს საჰაერო ძალების ბაზები, ნავთობისა და საბრძოლო მასალის საწყობები და სამეთაურო ცენტრები წარმოადგენს.