ახალციხეში გოგოს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე ე.წ. სქროლით მოძრავ გოგოს ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციითვე, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება და გამოკვლევები უტარდება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები