“მადლობა ჩვენს გუნდს, რომელმაც უძველესი სატახტო დედაქალაქიდან მთელ საქართველოს გააგონა სამშობლოს სიყვარულის ხმა” – ხუნდაძე
“მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და მადლობა ჩვენს გუნდს, რომელმაც უძველესი სატახტო დედაქალაქიდან მთელ საქართველოს გააგონა სამშობლოს სიყვარულის ხმა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატის თქმით, მცხეთა-მთიანეთი ის რეგიონია, სადაც შესაძლებელია, ისტორიულ წარსულს ხელით შეეხო დღესაც.
“აქ რწმენას ახლაც სხვაგვარი სითბოთი განავრცობენ. ამ რეგიონში მედგრად იცავენ ჩრდილოეთის კარიბჭეს და აქ “სერავს” სამშობლოს საოკუპაციო ხაზი. აქ არის ცოცხალი პოეზიაც და მანამდე ნათქვამი სიტყვაც, რომელიც დღესაც ფასობს.
სწორედ აქ შედგა პირველი შეკრება და საზოგადოებამ “ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად დადო სიტყვა, რომ სამშობლოს დასაცავად ერთად დავდგებით.
ეს ერთობა მთელი საქართველოსთვის გადამდები იქნება და 26 ოქტომბერს.
“ქუდზე კაცი” მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.
მადლობა სითბოსთვის, ერთობისა და სამშობლოს სიყვარულისთვის”, – წერს ხუნდაძე.