“1980 წლამდე დაბადებულ ყველა ადამიანს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ გარკვეული დაცვა აქვს” – ჩხაიძე
“1980 წლამდე დაბადებულ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული, „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ გარკვეული დაცვა აქვს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
“ძალიან აქტიურად განიხილება ვაქცინაციის საკითხიც. „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ითვლება, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტურია. 1980 წლამდე ყვავილის ვაქცინა კეთდებოდა მთელ მსოფლიოში ყვავილის წინააღმდეგ.
არც „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვირუსული პრეპარატი არსებობს, თუმცა, ახლა იყენებენ კლინიკურ პრაქტიკაში ერთ მედიკამენტს, რომლის ეფექტურობა დადასტურებული არ არის”, – განმარტა ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.