2013-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით 828 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა
2013-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით 828 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობა 200 000-მდე აბონენტმა შეძლო.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული.
“2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმა დამატებით 396 დასახლებულ პუნქტში, კიდევ 57 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
სამუშაოების შესრულების შემდეგ, 2025 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.