თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო საჭირო გახდა მატარებლის ხაზიდან მოხსნა, რის გამოც, მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
ამ დროისთვის პრობლემა მოხსნილია და მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.