“ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრეთ ლევან შენგელიას ოჯახს და უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი” – ოდიშარია
“დღეს მახათას მთაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად კიდევ ერთხელ მივუსამძიმრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, მსოფლიო მასშტაბის ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორის და პედაგოგის ბატონი ლევან შენგელიას ოჯახს და უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
“ლევან შენგელია სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებს მშობლიურ მიწაზე,
მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა და უფალმა დაუმკვიდროს მას ადგილი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ”, – წერს ოდიშარია.