წითლიძე – დეკანოიძეს: მიშას თუ ახსენებ ხშირად, ნუ გგონია, ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს, რაც იკადრე

“ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი – პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, “ქოცებს” შეეკრნენო, ენმ-ში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს და ხატია დეკანოიძეს მიმართავს.

”პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია, შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან :დ თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი.

მიშას თუ ახსენებ ხშირად, ნუ გგონია, ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს, რაც იკადრე”, – წერს წითლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები