პუტინმა საკუთარ ჯარს კურსკის ოლქის გათავისუფლება 1-ელ ოქტომბრამდე უბრძანა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკუთარ ჯარს კურსკის ოლქიდან უკრაინული შენაერთების განსადევნად ვადა 1-ელ ოქტომბრამდე მისცა,- ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ეს გააკეთონ  საკვანძო რაიონებიდან ძალების გაყვანის გარეშე. საუბარია დონბასზე, პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებებზე, სადაც რუსეთი შეტევას ახორციელებს.

ინფორმაციისთვის, უკრაინის ჯარი კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს განაცხადა, უკრაინული ჯარი 1 250 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები