“დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოს ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოს ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

“ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები