“როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ” – კამალა ჰარისი
ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, კამალა ჰარისმა მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ქვეყნის სამსახურისთვის.
“ჯო, მადლობა შენი ისტორიული ლიდერობისთვის, მადლობა, რომ შენი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის სამსახურს მიუძღვენი. ჩვენ მუდამ შენი მადლიერი ვიქნებით.
ამ ნოემბერს ჩვენ გავერთიანდებით და ერთხმად გამოვაცხადებთ, რომ წინ მივდივართ ოპტიმიზმით, იმედით და რწმენით. ჩვენი ქვეყნის სიყვარულის წინამძღოლობით, იმის ცოდნით, რომ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც გვყოფს. მოდით, ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი იდეალებისთვის და მოდით, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.